logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ახალკაცი: მიწევდა სიცოცხლისთვის ბრძოლა, მაგრამ გადავრჩი და დღეს ცოცხალი ვარ!
- +

27 აგვისტო. 2016. 23:17



დღეს საზოგადოებამ იხილა ყოფილი პატიმრის, ალექსანდრე ახალკაცის ისტორია, რომელიც გოგა ხაინდრავამ ფილმ „ჰეროკრატიაში" „გააცოცხლა."


ალექსანდრე ახალკაცი „რეპორტიორთან" მაშინდელი ყოფის შესახებ გვიამბობს და ციხეში გატარებულ იმ საშინელ დღეებს იხსენებს, რომელიც მოგვიანებით ფურცლებზე გადაიტანა და წიგნად გამოსცა.

 

„ფილმი არის დაფუძნებული რეალურ ფაქტებზე. ჩემს მიერ ციხეშივე დაწერილი სცენებია ასახული. 2010-2011 წლებში ციხეში არსებული ყოფის წერა დავიწყე. რა თქმა უნდა ვცდილობდი ეს ყველაფერი გარეთ გამომეტანა და გარკვეულწილად მოვახერხე კიდეც.

 

ძალიან ცუდ რეჟიმში მიწევდა სიცოცხლისთვის ბრძოლა, მაგრამ გადავრჩი და დღეს ცოცხალი ვარ.

 

ფილმი ძნელი საყურებელია, თუმცა მსუბუქად არის გადმოცემული ის რეალობა, რაც მაშინ ხდებოდა.

 

მე პირადად მაშინვე ვიცოდი თუ რაზეც მივდიოდი, მაგრამ რომ დამაბრუნა იმ წლებში, ამ გზას ისევ გავიმეორებდი, რადგან ვთვლი, რომ სიმართლისთვის ბრძოლა არასდროს არ უნდა შეწყვიტოს ადამიანმა."- აღნიშნავს ახალკაცი.  


შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ახალკაცი 2007 წელს დაიჭირეს და 2013 წელს გაათავისუფლეს.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner