logo_geo
eng_logo
თორიკე რიჟვაძე: საქართველოში დაცული ტერიტორია - მაჭახელას დაცული ლანდშაფტი შეიქმნა
- +

22 დეკემბერი. 2022. 18:10

 

 

დღეს გამართულ აჭარის მთავრობის სხდომაზე თორნიკე რიჟვაძემ სიახლე გააჟღერა მაჭახელას ახალი დაცული ტერიტორიის შექმნის შესახებ, რაც ხელს შეუწყობს ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის შენარჩუნებას, რეკრეაციული და ტურისტული აქტივობების განხორციელებას, რაც დადებითად აისახება ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე. ხელვაჩაურში სრულდება ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა და განხორციელდება ეთნოსოფლის პროექტი, რომელიც საბოლოოდ შეკრავს მაჭახელას კონცეფციას.

 

თორნიკე რიჟვაძის თქმით, მაჭახელას დაცული ლანდშაფტის დაარსების პროცესი  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, უმაღლესი საბჭოს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, მაჭახელას ხეობის მოსახლეობისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით მიმდინარეობდა.

 

როგორც თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, აჭარაში აქტიურად გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა და ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება და წყალმომარაგების პროექტები. 

 

მთავრობის თავმჯდომარის თქმით, გაგრძელდება ბათუმის ავტობუსების პარკის განახლება. მხოლოდ მომავალ წელს, პარკს 60 ახალი ავტობუსი დაემატება და წლის ბოლომდე სრულად განახლდება ბათუმის ავტობუსების პარკი. თორნიკე რიჟვაძის თქმით, დაგეგმილი ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების საშუალებით, ბათუმის მუნიციპალიტეტში 55 ათასამდე ბენეფიციარი ისარგებლებს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner