რუსთავში, რუსთაველის ქუჩაზე, სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.
არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 2 ადამიანი.
ამ ეტაპზე უცნობია, რა გახდა კორპუსის ჩამონგრევის მიზეზი. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და სამაშველო სამსახური. მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები.