რუსთავში, სადაც საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე მივიდა.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. არსებული ინფორმაციით ნგრევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური, ასევე საპატრულო და სასწრაფო დახმარების ჯგუფები.