logo_geo
eng_logo
ილია ჩაჩიბაია: „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის საკითხი უფრო კატეგორიულად უნდა დაისვას!
- +

27 აგვისტო. 2016. 23:19



ჟურნალისტი ილია ჩაჩიბაია გოგა ხაინდრავას ფილმის „ჰეროკრატიას" შესახებ საკუთარ შთაბეჭდილებას სოციალური ქსელის მეშვეობით გვიზიარებს:



„ახლახანს დავბრუნდი კინოთეატრ "რუსთაველი"-დან, სადაც გოგა ხაინდრავას მიერ, რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით გადაღებული ფილმის "heroკრატია"- ორი სერიის დახურული ჩვენება გაიმართა. მძიმე საყურებელი იყო, მაგრამ ნამუშევარი ძალიან კარგია. მოქმედება ვითარდება გლდანის ცნობილ საბყრობილეში, სადაც პოლიტიკური მოტივით დაკავებულ სტუდენტს სასტიკად ეპყრობიან... ფილმი ტელეეკრანებზე მალე გამოჩნდება...

 

დარბაზიდან შოკირებულები გამოვედით, საუბრის უნარი დავკარგე...

 

ვფიქრობ, ამ სისასტიკის შემოქმედნი სათანადოდ დასჯილი რომ არ არიან დღევანდელი მთავრობის ბრალია; მეორესმხრივ კი "ნაციონალური მოძრაობის" (როგორც დანაშაულებრივი ორგანიზაციის) აკრძალვის საკითხი უფრო კატეგორიულად უნდა დაისვას."

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner