logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი 29 დეკემბრამდე გადაიდო
- +

22 დეკემბერი. 2022. 20:36

 

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, სასამართლო პროცესი 29 დეკემბერს, 11:00 საათზე გადაიდო.

ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, შესაბამისად, სხდომები ყოველდღიურად უნდა ჩანიშნულიყო.

მოსამართლე გიორგი არევაძის განცხადებით კი, ყოველდღიურად პროცესების ჩანიშვნა შეუძლებელია, ვინაიდან მან დღეს ჩასატარებელი პროცესებიც კი გადადო, ამასთან, საპატიმრო ვადები გადის სხვადასხვა საქმეზე, რომელიც უნდა დაასრულოს.

შემდეგი სასამართლო პროცესი კვლავ მოწმეთა დაკითხვით გაგრძელდება.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი დისტანციურად ესწრებოდა. თუმცა ექსპრეზიდენტმა პროცესზე საუბარი უკრაინულად დაიწყო, მაგრამ მოსამართლე გიორგი არევაძემ მას უკრაინულ ენაზე განცხადების გაკეთების საშუალება არ მისცა.

პროცესზე ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ მიხეილ სააკაშვილს სთხოვა წამომდგარიყო, პერანგი აეწია და საზოგადოებისთვის მისი მდგომარეობა ვიზუალურად ეჩვენებინა, თუმცა, მიხეილ სააკაშვილს მოსამართლემ ამის უფლება არ მისცა. მისი თქმით, თუ სააკაშვილი ჩართვის დროს გაშიშვლებას დაიწყებდა, მას გათიშავდნენ და პროცესში მონაწილეობის უფლებას აღარ მისცემდნენ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner