logo_geo
eng_logo
ნინო ლაცაბიძე: ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც გვაქვს მსხვერპლი არ არის - ის ადგილი, რომელიც ჩამოინგრა ყველაზე მეტად იყო დაზიანებული
- +

22 დეკემბერი. 2022. 21:02

 

რუსთავში, სადაც საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა, ნინო ლაცაბიძე მივიდა. როგორც ნინო ლაცაბიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, შენობის ის ნაწილი, რომელიც ჩამოინგრა ყველაზე მეტად იყო დაზიანებული.

მისი თქმით, ამ დროისთვის სრულად დაცლილია კორპუსი და მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს მათ სასტუმროში გადაყვანას.

„ამ ეტაპზე რა ინფორმაციაც გვაქვს მსხვერპლი არ არის. ის ადგილი, რომელიც ჩამოინგრა ყველაზე მეტად იყო დაზიანებული. იმ ადგილიდან სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებამდე გაყვანილი იყო ოჯახი მუნიციპალიტეტის მიერ ქირით. ამ კორპუსის რეაბილიტაცია მიმდინარეობდა. ახლა სრულად დაცლილია კორპუსი და მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს მათ სასტუმროში გადაყვანას“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

რუსთავში, სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner