logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: გამომწყვდეული ბოროტება თავისუფლებას ვერ ეღირსება!
- +

22 დეკემბერი. 2022. 23:04

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი  სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"1991 წელს რამდენიმე ბოროტი რომ გაენეიტრალებინათ, ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩებოდა!

პრეზიდენტმა გამსახურდიამ არ გადადგა მკვეთრი ნაბიჯი!

2003 წელს რამდენიმე ბოროტი რომ გაენეიტრალებინათ, ასობით ადამიანის სიცოცხლე გადარჩებოდა!

პრეზიდენტმა შევარდნაძემ ვერ გადადგა მკვეთრი ნაბიჯი!

ახლა მთავარბოროტი განეიტრალებულია და მისი არანაკლებ ბოროტი გარემოცვა ცდილობს, ადამიანის ემოციებზე მანიპულირებით შური იძიოს საქართველოზე!

ვერ შეგვაცოდებთ!
არ გვეცოდება!
არ შეგვეცოდება!

რადგან ჭკუა გვასწავლა 1991 და 2003 წლების მწარე გამოცდილებამ!

გამომწყვდეული ბოროტება თავისუფლებას ვერ ეღირსება!

რადგან საქართველოსთვის ეგზისტენციალური საფრთხეა ბოროტების კვლავ აღზევება!"-წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner