logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: საზღვარგარეთიდან ჩამოჰყავთ „ექსპერტი“, უხდიან დიდ ფულს იმაში, რომ დაადგინოს, მიხას ფრჩხილები დასაჭრელი აქვს თუ არა
- +

22 დეკემბერი. 2022. 23:13

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

„ამათ იქით სამკურნალო ექსპერტები სად იპოვეს, საიდან ჩამორეკეს, მათში ერთი ნორმალური წამლადაც რომ არ გამოერია?!

 

ნახეთ, რას ამბობს საზღვარგარეთიდან ჩამოყვანილი ერთ-ერთი ე.წ. ექსპერტი, როგორ თარგმნის მის საუბარს თარჯიმანი (სტილი დაცულია):

 

„წინაზე მას ჰქონდა მახვილი გონებაო, მას ჰქონდა სწრაფი აზროვნების უნარი, მაგრამ ეხლაო... მისი აზროვნების უნარი არის ძალიან ნელი და ხანდახან დაბნეულიც არიო... და ეხლა კიდე, ის ავლენს შეუსაბამო პრეზენტაციასო. მისი გარეგნობა ძალიან შელახული არისო... მას აცვია მაისური, საიდანაც მუცელი უჩანს და მისი ფრჩხილები დასაჭრელი არისო, მანიკურის პროცედურები აქვს ჩასატარებელიო“.

 

ესენი, ყველანი სასწრაფო წესით არიან გასათოკები და ხონში გადასაყვანები!

 

ისეთი მაისური აცვია, საიდანაც ღიპი უჩანსო... ფრჩხილები დასაჭრელი აქვსო... მანიკურის პროცედურები ჩასატარებელი აქვსო.

 

კი, მაგრამ ეკა ხერხეულიძე რისთვის დაბოდიალობს მის ოროთახიან პალატაში, ფრჩხილებს რატო არ აჭრის, პედიკურისა და მანიკურის პროცედურებს რად არ უტარებს? გულისპირზე ბალანი რო ააკრიჭეს, რა იქნებოდა, ფრჩხილი საჩვენებელ თითზე მაინც მოეჭრათ?

 

რათა საჩვენებელზე? იმიტო, რო მაგ თითს ვიოლინოს ჯოხივითა ხმარობს... ცხვირზე რო გაისვამს, ზოგჯერ ნესტოებიდან სისხლდენა უტყდება ხოლმე!

 

ვააააჰ, კაცოოოო, საზღვარგარეთიდან ჩამოჰყავთ „ექსპერტი“, უხდიან დიდ ფულს იმაში, რომ დაადგინოს, მიხას ფრჩხილები დასაჭრელი აქვს თუ არა და... მაისურიდან უჩანს თუ არა ღიპი.

 

ავოიეეეეეეეეეეეეეეეეე!!!“ - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner