logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი: მიხეილ სააკაშვილი მართავდა სისტემას, რომელიც ადამიანს ფიზიკურად და სულიერად ანადგურებდა
- +

23 დეკემბერი. 2022. 00:25

 

მიხეილ სააკაშვილი მართავდა სისტემას, რომელიც ადამიანს ფიზიკურად და სულიერად ანადგურებდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„მიხეილ სააკაშვილი გასამართლებულია სამართლიანი სასამართლოს მიერ. ის არ არის გასამართლებული „ქართული ოცნების“, არც ჩემი, არც ღარიბაშვილის, არც კალაძის, კობახიძის, მდინარაძის მიერ, ის გაასამართლა კანონმა. მან თავის თავს მიუსაჯა საპატიმროში დიდი ხნით ყოფნა, როცა დაადგა კაცის კვლის გზას, დამნაშავეთა მფარველობის გზას, კანონის გამრუდების გზას. მან ყველაფერს საფუძველი ჩაუყარა 2004-2005 წლებში და ის სავარაუდოდ გრძნობდა, რომ ძალიან მძიმე დასასრული ექნებოდა ამ ყველაფერს ან შეიძლება არც გრძნობდა“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner