დღეს პატიმარ სააკაშვილს აქვს ყველანაირი უფლება, რაც კი შეიძლება პატიმარს ჰქონდეს და ათასჯერ უფრო მეტიც, ვიდრე დანარჩენ 9 ათას პატიმარს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ცაგარეიშვილმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„თუ ჩვენ არ მივეჩვევით იმას, რომ კანონის წინაშე ნებისმიერი პატიმარი და მოქალაქე არის თანასწორი, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება. ვიდრე სააკაშვილის რეჟიმის ყველა მსხვერპლი, მორალურად არ იქნება დაკმაყოფილებული ეს ქვეყანა ვერ განვითარდება.
პროკურორი გრიგალაშვილი, რომელმაც საშინლად აწამა და გაასამართლა სულხან მოლაშვილი, მე და ჩემს თანამებრძოლებს გვემუქრება, რომ დავბრუნდებით და ბოძებზე გაგაკრავთ და ჩამოგკიდებთო. სანამდე ეს არ დასრულდება, არაფერი გვეშველება. აქ შურისძიებაზე არ არის საუბარი, აქ საუბარია კანონის ზეიმზე“, - განაცხადა გია ცაგარეიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი 29 დეკემბრამდეგადაიდო.
22 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობდა, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი დისტანციურად ესწრებოდა.