logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი სააკაშვილზე: აქ ადამიანი შემოიპარა კონკრეტული მიზნისთვის - მოეწყო სამოქალაქო დაპირისპირება
- +

23 დეკემბერი. 2022. 00:40

 

მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან შემოიპარა საქართველოში, ოდესის პორტიდან ფოთი პორტში. გამოიარა უკრაინის სასაზღვრო სივრცე, გადმოკვეთა უკანონოდ ჩვენი სასაზღვრო სივრცე. აქ ადამიანი შემოიპარა კონკრეტული მიზნისთვის - მოეწყო სამოქალაქო დაპირისპირება , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

ის აპირებდა რაღაც უბედურების დატრიალებას. რიგით მერამდენეს, კაცმა არ იცის. არ ვიცი, კონკრეტული დავალება ვინ მისცა მას, რა განზრახვა ჰქონდა, ესეც რთულად გასაგებია. ეს გამოძოების დასადგენია, რომელიც უკრაინაშიც უნდა ჩატარდეს და სავარაუდოდ არ ტარდება. სააკაშვილი შემოვიდა იმ მიზნით, რომ როგორმე სამოქალაქო დაპირისპირება გაეღვივებინა, მოეხდინა ძალისმიერი მეთოდებით ხელისუფლების დამხობა“, - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner