logo_geo
eng_logo
ია მეტრეველი სააკაშვილზე: ამდენი აჟიოტაჟი ამ კრიმინალის, დიდი დამნაშავის გამო, უკვე აუტანელია -მიჩვეული ვართ მის ავანტიურას და ტყუილებს, ეს კარგად გამოსდის
- +

23 დეკემბერი. 2022. 00:41

 

ჩვენ მიჩვეული ვართ მის ავანტიურას და ტყუილებს, ეს კარგად გამოსდის, მსახიობობის ნიჭი ნამდვილად აქვს, - ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედამ, ია მეტრეველმა გადაცემაში „იმედი LIVE“ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელ მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი ქვეყნისა და ერის წინაშე და პასუხი უნდა აგოს.

ამდენი აჟიოტაჟი ამ კრიმინალის, დიდი დამნაშავის გამო, უკვე აუტანელია. მას არაფერი სჭირს. ჩვენთვის კარგად არის ცნობილი რომ მას გახდომა ნებავდა და კუჭის ოპერაცია გაიკეთა. ამის შემდეგ გახდა და თვითონ უნდა რომ ბევრი რამე არ მიიღოს. მას ჰყავს უამრავი მნახველი, რაც სწორად არ მიმაჩნია.

სააკაშვილის ნაირი დამნაშავე დღეს ქვეყანას არ ჰყავს. ის არსადაც არ უნდა გადაიყვანონ და რაც დააშავა იმაზე პასუხი უნდა აგოს. ბევრ პატიმარს სჭირდება მკურნალობა და გამოდის რომ ქვეყანაში ექიმი არ გვყავს და ყველა პატიმარი საზღვარგარეთ წავიყვანოთ სამკურნალოდ?!“, - განაცხადა ია მეტრეველმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner