-
+
23 დეკემბერი. 2022. 09:54
თბილისში, დიდ დიღომში მკვლელობა მოხდა. 29 წლის მამაკაცი პეტრიწის ქუჩაზე საკუთარ სადარბაზოსთან მოკლეს. როგორც ადგილობრივები პირად საუბარში ჰყვებიან, შემთხვევა მეზობლებს შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ. მიმდინარეობს გამოძიება.