logo_geo
eng_logo
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ბიუჯეტი იზრდება
- +

23 დეკემბერი. 2022. 11:18

 

 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის  2023 წლის ბიუჯეტი 1 790 000 მილიონი ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის დაზუსტებულ ბიუჯეტზე 18,6%-ით გაიზარდა.

 

ახალი ბიუჯეტი ითვალისწინებს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობის ხელშეწყობის კიდევ უფრო გაძლიერებას. ამისთვის, ცენტრი ფუნქციის ფარგლებში უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების/პროექტების განხილვის პროცესში საზოგადოების მონაწილეობას.

 

ცენტრის უმნიშვნელოვანეს მიმართულებად რჩება გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობა და ცნობიერების ამაღლება. მომავალ წელს ცენტრი შეიმუშავებს პროგრამის „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ საბაზო და საშუალო საფეხურის სახელმძღვანელოს, რომლის ფარგლებშიც 7-12 კლასის მოსწავლეები შეძლებენ ისწავლონ გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების მნიშვნელოვანი საკითხები. ასევე, გაგრძელდება დაწყებითი საფეხურის პედაგოგების გადამზადების პროცესი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner