logo_geo
eng_logo
ოზურგეთის მერმა ვანდალიზმის ფაქტთან დაკავშირებით მხარდაჭერისთვის მოსახლეობას მიმართა
- +

23 დეკემბერი. 2022. 12:38

 

 

ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ ვანდალიზმის ფაქტთან დაკავშირებით მუნიციპალიტეტის სხდომაზე ისაუბრა და მხარდაჭერისთვის მოსახლეობას მიმართა.

 

„მსურს, განცხადება გავაკეთო და მხარდაჭერისთვის მივმართო ჩვენს მოსახლეობას. სამწუხაროდ, ჩვენ მუნიციპალიტეტში არაერთხელ დაფიქსირდა ვანდალიზმის ფაქტები, როდესაც აზიანებენ ახალ ინფრასტრუქტურას. აღნიშნულზე ვსაუბრობდი გასულ პერიოდშიც. არის შემთხვევები როცა ხდება ახლად რეაბილიტირებული სკვერის, შენობის თუ ინვენტარის მიზანმიმართული დაზიანება. (სურათებს ვაჩვენებთ). მაშინ როდესაც ჩვენი ქალაქი ლამაზდება, ხორციელდება მასშტაბური პროექტები - თითოეული ჩვენგანის ვალია, დავიცვათ და გავუფრთხილდეთ იმას, რაც გაკეთდა. კიდევ ერთხელ მსურს ავღნიშნო, რომ არცერთი მსგავსი ფაქტი არ დარჩება რეაგირების გარეშე და შესაბამისი სამსახურები, კანონიერ რეაგირებას ახდენენ და მოახდენენ ამ შემთხვევებზე. სწორედ მსგავსი ფაქტების გამოვლენას, უსაფრთხოებას და პრევენციულ ღონისძიებებს ემსახურება საჯარო სივრცეებში ვიდეო კამერების განთავსება, რასაც ოპონენტების მხრიდან არაერთხელ მოჰყვა პოპულისტური განცხადებები და სპეკულაციები“, - აღნიშნავს ავთანდილ თალაკვაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner