თბილისის საკრებულოს წევრი შალვა ოგბაიძე სოციალური ქსელით ფადი ასლის ფეისბუქ-პოსტს ეხმაურება.
„ბატონო ასლი, არ უხდება კაცს წყევლა, არ დაგავიწყდეთ, თქვენ ასლი ხართ, მე კი - ორიგინალი.
ამიტომ მეტი სიფრთხილე და დელიკატურობა გამოიჩინეთ შეფასებებში, შემთხვევით არ გამოჰკრათ ხელი ქართულ (ან სულაც თქვენს მშობლიურ ენაზე) ორიგინალ მამაპაპურ შეფასებებს. გაძლევთ გარანტიას - ეს ორიგინალი იქნება!“ - წერს შალვა ოგბაიძე.