კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა მიხეილ სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ მიერ გამოცხადებულ გაუთავებელ, ყოველწლიურ საახალწლო შიმშილობებზე სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„1981წ. 1 მარტს „ირა“-ს წევრებმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადეს.
8 თვეში 10 ირლანდიელი ვაჟკაცი შეიწირა ამ აქციამ.
უფალმა შეუნდოს!
თვითმკვლელობა ცოდვაა.
თავგანწირვა - გმირობა!
ირლანდია დღემდე ამაყობს ამ კაცებით!
ჩვენ?!
ჩვენ რით ვიამაყოთ?!
რასაც გაეკარნენ ეს ჩმორები, ყველაფერი წაბილწეს!“ - წერს გოგა ხაინდრავა.