კოტე ინაშვილი გოგა ხაინდრავას ფილმს „ჰეროკრატიას" აფასებს და სოციალურ ქსელში წერს:
„ერთი, მეტად ცოდვიანი აზრი მიტრიალებს თავში: რეჟიმის ციხის ჯალათები დღესაც რევანშზე და VENDETTA-ზე ფიქრობენ. თითქოს, ჩვენ ვაწამებდით და ვკლავდით, თითქოს მათ გადახდათ თავს ის, რაც 300 000 ზე მეტმა, უდანაშაულო ადამიანმა იწვნია საკუთარ თავზე...
პრობლემა ჩვენშია, საზოგადოება ისე დაატერორა სააკაშვილის რეჟიმმა, რომ ის რაც ხდებოდა, თითქოს ვიმსახურებდით და ასე იყო საჭირო...
სამწუხაროა, თუ საბედნიერო აღარ ვიცი, მაგრამ ფაქტი ერთია: ძალიან დაშინებული და დაჩმორიკებული ვართ...",-წერს კოტე ინაშვილი.