logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია გიორგი გახარიაზე: ამდენი წელი იყო მეფესავით, ქვეყნის ყველაზე საპასუხისმგებლო თანამდებობები ეკავა და მისი წასვლის შემდეგ, როგორ გახდა ყველა ცუდი და თვითონ საუკეთესო
- +

23 დეკემბერი. 2022. 20:01

 

"ბიზნესს ომბუდსმენი იყო, ეკონომიკის მინისტრი იყო, შსს_ს მინისტრი იყო, პრემიერ მინისტრი იყო და სულ ის ჰქონდა „საბლატაო“, რომ დამოუკიდებელი მოთამაშეა და ყველაფერს თვითონ წყვეტდა. რატომ უნდა იკადრო ადამიანმა ის, რასაც ახლა გახარია საუბრობს? “- წერს ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.

ბიზნესს ომბუდსმენი იყო, ეკონომიკის მინისტრი იყო, შსს_ს მინისტრი იყო, პრემიერ მინისტრი იყო და სულ ის ჰქონდა „საბლატაო", რომ დამოუკიდებელი მოთამაშეა და ყველაფერს თვითონ წყვეტდა. რატომ უნდა იკადრო ადამიანმა ის, რასაც ახლა გახარია საუბრობს? ვერაფრით ვხსნი, კაცი ამდენი წელი იყო მეფესავით, ქვეყნის ყველაზე საპასუხისმგებლო თანამდებობები ეკავა და მისი წასვლის შემდეგ, როგორ გახდა ყველა ცუდი და თვითონ საუკეთესო? თუ ივანიშვილი არის არაფორმალური მმართველი, ე.ი მის დროსაც ბიძინა ყოფილა ყველაფერი და ჩვენ კიდევ გახარიაზე ვაფრენდით. თუ მის დროს ბიძინა არ ერეოდა და თურმე ახლა ერევა, დავიჯერო ხალხი გახარიას შტერი ჰგონია? მოკლედ, მაგარი აჭრილია ეს ბიჭი და როგორ გული მწყდება, რასაც მე ამ კაცს ვიცავდი და თურმე გახარია კი არა, ბიძინა ყოფილა ყველაფერი და თუ არ ყოფილა, მაშინ რასაც ახლა საუბრობს არის უბრალოდ ,,ვოზდუხი" და არ ეკადრება, ნამდვილად არ ეკადრება.. ეს მაგარი იციან მე როცა ვიყავი თანამდებობაზე აბა ვინმე ჩარეულიყოო? მაგრამ წავლენ თუ არა, ყველა მართული ხდება საკუთარი თავის გარდა _ სირცხვილია...სირცხვილი ასეთი მხარდაჭერა, ასეთი რეიტინგი კაცმა ასე მალე დასცე, ამასაც მოხერხება სჭირდება..”- წერს ლატარია.

right_banner right_banner
არქივი
right_banner