logo_geo
eng_logo
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტად აკაკი იაშვილი აირჩიეს
- +

24 დეკემბერი. 2022. 13:14

 

 

ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში ჭადრაკის ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე პრეზიდენტად აკაკი იაშვილი აირჩიეს.

 

აკაკი იაშვილმა მადლობა გადაუხადა ფედერაციის ყოფილ პრეზიდენტ გია გიორგაძეს, რომელიც 14 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა ჭადრაკის ფედერაციას. ახალმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქართულმა ჭადრაკმა 2030 წლამდე მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული უნდა დაიბრუნოს და ეს ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია.

 

აკაკი იაშვილი ოთხი წლის განმავლობაში იკავებდა საერთაშორისო საჭადრაკო ორგანზიაციის ფიდე-ს ვიცე-პრეზიდენტის პოსტს, ამჟამად კი ამავე ორგანიზაციის განსაკუთრებულ დავალებათა დირექტორია.  

 

მომდევნო 4 წლის განმავლობაში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას უხელმძღვანელებს ფიდეს განსაკუთრებულდ დავალებათა დირექტორი აკაკი იაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner