logo_geo
eng_logo
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევსა და მაღლაკში წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობა იწყება
- +

24 დეკემბერი. 2022. 13:56

 

 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევსა  და მაღლაკში წყალმომარაგების სისტემის პროექტირება-მშენებლობის მეორე ეტაპის  სამუშაოებს იწყებს.

 

სამუშაოების დაწყებაზე შესაბამისი ხელშეკრულება   წყალმომარაგების კომპანიასა და ტენდერში გამარჯვებულ  მშენებარე კომპანია შპს „მშენებლი 80“-ს შორის გაფორმდა.

 

სოფელ ფარცხანაყანევისა და მაღლაკის წყალმომარაგების სისტემის ნაწილი რეაბილიტირებულია. დარჩენილი ნაწილი კი საჭიროებს ახალი სისტემის მოწყობას.

 

პროექტის ფარგლებში  მოეწყობა წყალმომარაგების ახალი ქსელი და ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა.

 

სამუშაოები 2025 წლის ზაფხულში დასრულდება და შედეგად ორი სოფლის მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

 

პროექტისათვის, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 23 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner