28 აგვისტოს, 14:00 საათიდან, ბათუმის ბულვარში, ე.წ. "კოლონადებთან" საბავშვო ფესტივალი მოეწყობა.
მთელი დღის მანძილზე სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი: მაგიდის ჰოკეი, ბურთის სროლა მიზანში, მაგიდის ფეხბურთი, რბოლა, ოჩოფეხები, ბუშტების ფიგურები, ტანგრამი, სხვადასხვა კონკურსები, სახეზე მოხატვა, ჟონგლიორობა, ცარცის არტი, დრამ შოუ, ფოტოსესიები, მუსიკალური თამაშები და აშ.
ღონისძიება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, მასშტაბური პროექტის Check in Georgia-ს ფარგლებში ხორციელდება.