logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი სააკაშვილს: პატიება სთხოვე ციხეებში ნაწამებ ბიჭებსა და გოგოებს, გაუპატიურებულ ადამიანებს... გარდაცვლილთა სულებს!
- +

24 დეკემბერი. 2022. 14:17

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

ღია წერილი ზალაში გაშოტილ მიხა სააკაშვილს!

 

ამხანაგო მიხავ, ამ დილას გავიგე, რომელიღაცა რუსი უფლებადამცველისთვის უსტარი მიგიწერია, არიქა, ვლადიმერ პუტინმა მომწამლაო.

 

მახსოვს, მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონს მიწერე... მართალია, ემანუელმა პასუხი არ გაღირსა, მაგრამ ხომ მიწერე?

 

სანამ მაკრონს შეაწუხებდი, შენი ოჯახის წევრებმა ევროპარლამენტარები ანერვიულეს, შენი სურათის თანხლებით  აქციაც კი მოაწყობინეს.

 

ავი ენები ამბობენ, თითქოს, ცრემლებით დანამული ბარათი ვოლოდიმერ ზელენსკისაც გაუგზავნე!

 

ამხანაგო მიხავ, ტყუილად აწუხებ დინგი-დუნიას, მაგ საქმიდან არაფერი გამოგივა!

 

შენ 1-2%-იანი შანსი გაქვს ერთადერთ შემთხვევაში:

 

დაჯექი და წერილი მოგვწერე ქართველ ხალხს... პატიება სთხოვე ია მეტრეველს, თამაზ მოლაშვილს, ჯამბულ გამცემლიძეს... დაანთე სანთელი და პატიება სთხოვე ირინა ენუქიძის სულს, სანდრო გირგვლიანის სულს, იური ვაზაგაშვილისა და მისი შვილის სულებს, როინ შავაძის სულს, სერგო თეთრაძის სულს, გია კრიალაშვილის სულს (ყველას ვერ ჩამოვთვლი, შენ უკეთესად იცი, ვინ იმსხვერპლე და რატომ)!

 

პატიება სთხოვე ციხეებში ნაწამებ ბიჭებსა და გოგოებს, გაუპატიურებულ ადამიანებს... გარდაცვლილთა სულებს!

 

დაუჩოქე იმ ადამიანებს, ვისაც ქონება წაართვი, ვისაც ოჯახები გაუნადგურე და ცხოვრება გადაუბუგე!

 

მიდი, ამხანაგო მიხავ, მიდი, შენ მეტი შანსი არ გაქვს, ტყუილად ედები ღობე-ყორეს... ქართველი ხალხი მიმტევებელია, შეიძლება, სულაც იმიტომ გაპატიოთ ამდენი ავკაცობა, რომ თავიდან მოგიშოროთ და დავისვენოთ.

 

მიდი, უთხარი დედაშენს, 20 წლის გოგოსავით რომ დაშტრიკინობს, მოიხსნას ეგ მაზალო სათვალე და მივიდეს გარდაცვლილთა დედებთან პატიების სათხოვნელად!

 

მივიდეს ირინა ენუქიძის საფლავთან, ერთი ყვავილი მაინც მიიტანოს... მივიდეს, სამძიმარ უთხრას არა მხოლოდ შვილისა!

 

ია მეტრეველს ჩახედოს ცრემლიან თვალებში!

 

თამაზ მოლაშვილს შეხედოს, მთასავით ვაჟკაცი რომ ამოუდე მიწის ქვეშ!

 

ჯამბულ გამცემლიძეს უთხრას ორიოდე სიტყვა, ამხელა კაცი სულიერად რომ იტანჯება!

 

ამხანაგო მიხავ!

 

ვიცი, შენ არ ხარ ამის გამკეთებელი... არც დედაშენია ვინმესთან მიმსვლელი... არც შენი შვილია ბოდიშის მომხდელი... არც ცოლები არიან რამის მთქმელები... თქვენ ხართ მგლების ხროვა!

 

მე ჩემი გითხარი!

 

წერე და იკითხე, წერე და აგზავნე, ამ ჩვენ ფეხებს!

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner