რთული სათქმელია, ვირუსული შემთხვევების პიკი როდი იქნება, თუმცა მოსალოდნელია, რომ იანვრის შუა რიცხვებამდე იქნება მსგავსი დინამიკა, რაც ახლა გვაქვს, - ამის შესახებ ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში რამდენიმე რესპირაციული ინფექცია ცირკულირებს, თუმცა მათგან საყურადღებო გრიპის ვირუსია.
„გრიპის ვირუსს გარკვეულ ვითარებაში ახასიათებს მძიმედ მიმდინარეობა როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილ მოსახლეობაში. განსაკუთრებით საყურადღებოა ადამიანები, რომელთაც სხვადასხვა ქრონიკული და ფონური დაავადება, ასევე, მცირეწლოვანი ბავშვები. რთული სათქმელია, პიკი როდი იქნება, თუმცა მოსალოდნელია, რომ იანვრის შუა რიცხვებამდე იქნება მსგავსი დინამიკა, რაც ახლა გვაქვს. ამ კუთხით მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს“, - განაცხადა გოგინავამ.