ის, რომ ექიმებზე მეტი ლობისტები და პიარ კამპანიის თანამშრომლები ჰყავთ ჩართული საქმეში, ეს ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე საუბრისას განაცხადა.
„პატიმრობაში მყოფ ყველა ადამიანს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს მინდა ვუსურვო ჯანმრთელობა და სრულფასოვანი თანამშრომლობა ექიმებთან. მოვუწოდებ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ გარემოცვას, შეწყვიტონ ზეწოლა ექიმებზე და საშუალება მისცენ, რომ პაციენტმა ექიმებთან სრულფასოვნად ითანამშრომლოს.
ჩემთვის ასევე ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს ის ფაქტი, რომ დღემდე ჩვენ არ მოგვისმენია სააკაშვილის დაცვის მხარისა და მისი ახლობლების პასუხი ერთ-ერთ მთავარ განცხადებაზე, რაც სახელმწიფომ გააკეთა - სახელმწიფო მზად არის ჩამოიყვანოს ნებისმიერი ქვეყნიდან ნებისმიერი ექიმი, ჩართოს დამატებითი რესურსები. ის, რომ პასუხი არ მოგვისმენია იამზე, რა პროფილის ექიმები სურს ჩამოვიყვანოთ და რომელი ქვეყნიდან, ეს მიუთითებს, რომ მისი გარემოცვისთვის, როგორც ჩანს პირველი პრიორიტეტი არ გახლავთ ჯანმრთელობის საკითხი“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.