სახელმწიფო არ ექცევა დღეს ისე სააკაშვილს, როგორც სააკაშვილის რეჟიმი ექცეოდა პატიმრებს წარსულში. პირიქით, ის არის სრულ კომფორტში, 1500-ზე მეტი მნახველი ჰყავდა. სახელმწიფო ეუბნება, რომ ნებისმიერ ექიმს ჩამოგიყვან, ნებისმიერ აპარატს ჩავრთავ, ნებისმიერ მკურნალობას მოგაწვდი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
„ჩვენ დავიკავეთ ის სტანდატი, რაც აქვს ევროპას. ფაქტია, რომ სრულფასოვანი თანამშრომლობა არ არის ექიმებთან. არც სხვა ექიმების ჩამოყვანას არა ითხოვენ. რა გამოდის? პოლიტიკური შემადგენელი უფრო მნიშვნელოვანია. გამოდის, ვიღაცამ დაგეგმა, რომ სააკაშვილი დღეს იყოს ამ მდგომარეობაში და ამაზე მოხდეს კამპანიის აგორება“, - განაცხადა თალაკვაძემ.