პუნქტები, რომელიც ოპოზიციაზე იყო დამოკიდებული, რომელიც მათი მხარდაჭერის გარეშე ვერ შესრულდებოდა - ვერ შესრულდა. ოპოზიციამ გააკეთა ყველაფერი, რომ დაებლოკა ამ რეკომენდაციების შესრულება, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ ევროპული რეკომენდაციების 12 პუნქტზე საუბრისას განაცხადა.
„ის, რაც ხელისუფლებაზე იყო დამოკიდებული ყველა შესრულდა იმ ვადებში, როგორც ჩვენ ვთქვით. ეს ოპოზიცია საქართველოს ვერ გადაეღობება ევროინტეგრაციის გზაზე. მათ მხოლოდ შეუძლიათ საბურავებში ჯოხების ჩადება, შეუძლიათ პატარ-პატარა პოლიტიკური კვანტები შექმნან, მაგრამ საბოლოო ჯამში, საქართველოს რომ წინ ვერ გადაუდგება ეს რადიკალური ოპოზიცია, ეს ჩვენ ვნახეთ 2012 წელს და ევროინტეგრაციის კუთხითაც იმავეს ვნახავთ. საქართველო თავის შედეგს მიაღწევს და საქართველო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას ევროკავშირის მხრიდან“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.