logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი: ყველაზე მნიშვნელოვანს - მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ მათ, ვისთვისაც 25 დეკემბერი სიყვარულის, სიხარულისა და იმედის დღესასწაულია
- +

25 დეკემბერი. 2022. 09:53

 

 

„ყველაზე მნიშვნელოვანს - მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ მათ, ვისთვისაც 25 დეკემბერი სიყვარულის, სიხარულისა და იმედის დღესასწაულია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაშია ნათქვამი.

 

მთავრობის მეთაური შობის დღესასწაულს ულოცავს ყველას, ვინც 25 დეკემბერს ზეიმობს მაცხოვრის შობას.

 

„ყველას, ვინც დღეს შობის დღესასწაულს აღნიშნავს, მინდა მივულოცო ეს დღე როგორც ჩვენს ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ყველაზე მნიშვნელოვანს - მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ მათ, ვისთვისაც 25 დეკემბერი სიყვარულის, სიხარულისა და იმედის დღესასწაულია“, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner