აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია ll-ს აღსაყდრებიდან 45-ე წლისთავი მიულოცა.
„აღსაყდრებიდან 45 წლისთავს ვულოცავ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია II-ს. დღეგრძელობას და დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ ჩვენს პატრიარქს", - წერს თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში.