logo_geo
eng_logo
ანდრო ბარნოვი: როგორ უნდა მოვექცეთ იმ ვითომ „ჟურნალისტებს", რომლებიც დღეს ყოველდღიურ ფსიქოლოგიურ და საინფორმაციო სპეცოპერაციას ახორციელებენ ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ?
- +

25 დეკემბერი. 2022. 20:02

 

"როცა იქნება და მალე იქნება, განვთავისუფლდებით მოღალატეების ხელისუფლებისაგან. ამის შემდეგ, ყველა იდიოტის დევნას ნამდვილად აზრი არ აქვს (მაგალითად, კიწი დოლიძეს ციხეში არ ჩავსვამთ), მაგრამ კონკრეტული დამნაშავეები კი კანონის შესაბამისად აგებენ პასუხს", - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ანდრო ბარნოვი სოციალურ ქსელში წერს.

თუმცა, რას ფიქრობთ, როგორ უნდა მოვექცეთ იმ ვითომ „ჟურნალისტებს" რომლებიც დღეს ყოველდღიურ ფსიქოლოგიურ და საინფორმაციო სპეცოპერაციას ახორციელებენ ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ? რა უნდა ვუყოთ იმ "ჟურნალისტებს", რომლებიც დავალებებს სუსიდან და სხვა სახელისუფლო სტრუქტურებიდან იღებენ? რა სამართლებრივი საფუძველი გვაქვს იმისათვის, რომ მათ პასუხი აგონ და სულ მცირე, ჟურნალისტური საქმიანობა სამუდამოდ აეკრძალოთ?“, - წერს ბარნოვი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner