"სიებს ვადგენთო, თქვეს რადიკალ-ნაციონალებმა, ჯერ ხატია დეკანოიძემ დააანონსა, ახლა ანდრო ბარნოვიც იმავეთი იმუქრება. სავარაუდოდ, ამ სიების მიხედვით, დალაგებული იქნება ვის დაიჭერენ, ვის აწამებენ, ვის გადაასახლებენ, ვის კი პროფესიულ საქმიანობას აუკრძალავენ. ახლა, არც სიკვდილით დასჯას არ მოერიდებიან, კონსტიტუციით კი არის გაუქმებული ეს მუხლი, თუმცა მათ მმართველობას თუ გავიხსენებთ, ეს სულაც არ უშლიდა მათ ხელს ადამიანები საიქიოს გაესტუმრებინათ, "- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ემუქრებიან ყველას, პატრიარქიდან დაწყებული რიგით მოქალაქემდე, ვინც 2012 წელს მათ უარი უთხრა ხელისუფლებაში ყოფნაზე.
„სიებს ვადგენთო, თქვეს რადიკალ-ნაციონალებმა, ჯერ ხატია დეკანოიძემ დააანონსა, ახლა ანდრო ბარნოვიც იმავეთი იმუქრება. სავარაუდოდ ამ სიების მიხედვით, დალაგებული იქნება ვის დაიჭერენ, ვის აწამებენ, ვის გადაასახლებენ, ვის კი პროფესიულ საქმიანობას აუკრძალავენ. ახლა, არც სიკვდილით დასჯას არ მოერიდებიან, კონსტიტუციით კი არის გაუქმებული ეს მუხლი, თუმცა მათ მმართველობას თუ გავიხსენებთ, ეს სულაც არ უშლიდა მათ ხელს ადამიანები საიქიოს გაესტუმრებინათ.
1.რატომ ბედავენ ამდენს? იმიტომ, რომ სათანადოდ არ მიუღიათ პასუხი იმაზე რაც თავის დროზე ჩაიდინეს!
2. კონკრეტულად ვის ემუქრებიან? ყველას, ფაქტობრივად, პატრიარქიდან დაწყებული რიგით მოქალაქემდე, ანუ ყველას, ვინც 2012 წელს უარი უთხრა მათ ხელისუფლებაში ყოფნაზე!
3. რეალურად რამის თავი აქვთ? ზუსტად იმდენის, რამდენიც მათ ბელად სააკაშვილს, ჯერ მუქარის, მერე დიარიის, შეშინებულად ყოფნის, და შემდეგ ტირილის, გამიშვით, ხომ ხედავთ ავად ვარ და ვკვდებიო.
სააკაშვილი არ ვიცი, მაგრამ მისი მომხრე აგრესიული მიშისტები მართლა ავადა არიან, იმდენად ავად რომ მკურნალობას რამდენად ექვემდებარებიან არ ვიცი, მაგრამ მათთვის ძალაუფლების და ხელისუფლების მიცემა, რომ არაფრად არ შეიძლება ეს ნამდვილად ვიცი!
ესენი, ნავთით სავსე კასრზე ასანთით მოთამაშე სექტანტები არიან!“, - წერს ნიკოლეიშვილი facebook-ზე.
მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ანდრო ბარნოვი სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს და წერს, რომ „როცა იქნება და მალე იქნება, განვთავისუფლდებით მოღალატეების ხელისუფლებისაგან“.