logo_geo
eng_logo
გია აბაშიძე: სააკაშვილის ნეოტროცკისტები მუდმივად ადგენენ ე.წ. შავ სიებს და თანამემამულეებს გვემუქრებიან, ამჯერად ასპარეზზე ნაცრეჟიმის ექს-ჩინოსანი, ანდრო ბარნოვი გამოაგორეს
- +

25 დეკემბერი. 2022. 21:19

 

მარგინალი უსამშობლოების ნაცსექტა არც კი მალავს, რომ რევანშიზმის ვნებითაა შეპყრობილი. სააკაშვილის ნეოტროცკისტები მუდმივად ადგენენ ე.წ. შავ სიებს და თანამემამულეებს გვემუქრებიან, ამჯერად ასპარეზზე ნაცრეჟიმის ექს-ჩინოსანი, ანდრო ბარნოვი გამოაგორეს, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერის, ანდრო ბარნოვის facebook-სტატუსის შესახებ.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ზნეობის მიღმა მყოფი არარაობების დრო დასრულებულია ქართულ პოლიტიკაში.

მარგინალი უსამშობლოების ნაცსექტა არც კი მალავს, რომ რევანშიზმის ვნებითაა შეპყრობილი. სააკაშვილის ნეოტროცკისტები მუდმივად ადგენენ ე.წ. შავ სიებსა და თანამემამულეებს გვემუქრებიან. ამჯერად ასპარეზზე გამოაგორეს ნაცრეჟიმის ექს-ჩინოსანი, ანდრო ბარნოვი. დესტრუქციულთა ყალბი გზავნილების მამხილებელ მედიას ემუქრება. ხელისუფლებაში არ მოსულან (ვერც ვერასდროს მობრუნდებიან) და დასჯა-ანგარიშსწორების ჟინით არიან აღგზნებულნი.
ზნეობის მიღმა მყოფი არარაობების დრო დასრულებულია ქართულ პოლიტიკაში. მათ მხოლოდ სოცქსელი და ჯიბის მედია დარჩათ, საიდანაც გესლის ნთხევით ყოველდღიურად გვაჩვენებენ თუ როგორი ანტიქართულნი არიან ერთ დროს ხელისუფლებაში მყოფი „ნაკელის ჭიები“, - წერს აბაშიძე facebook-ზე.

მიხეილ სააკაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი და თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე, ექსპერტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ანდრო ბარნოვი სოციალურ ქსელში საზოგადოებას მიმართავს და წერს, რომ „როცა იქნება და მალე იქნება, განვთავისუფლდებით მოღალატეების ხელისუფლებისაგან“.

right_banner right_banner
არქივი
right_banner