logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: ომის დაწყებაზე და დანაშაულზე რუსეთს ხელი რომ მოუწერეს, მაშინ საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი იყო, რომელმაც ამაზე რამდენიმე არგუმენტი თქვა და ყველა სისულელე
- +

25 დეკემბერი. 2022. 21:23

 

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე „იმედის კვირასთან“ გამოეხმაურა ზურაბ ჭიაბერაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც ეხება 2008 წლის ომის შემდეგ „ნაცმოძრაობის“ მიერ მხარდაჭერილ რეზოლუციას.

ომის დაწყებაზე და დანაშაულზე რუსეთს ხელი რომ მოუწერეს, მაშინ საქართველოს ოფიციალური წარმომადგენელი ზურაბ ჭიაბერაშვილი იყო, რომელმაც რამდენიმე არგუმენტი თქვა და ყველა სისულელე. იმდენად აერია ყველაფერი, რომ დრო 10 წლით უკან გადაახვია, 2018 წელს სალომე ზურაბიშვილის განცხადებას მიაბა 2008 წლის მათი გადაწყვეტილების გამართლება. წარმოიდგინეთ, რით სპეკულირებენ და რას კადრულობენ, რომ რუსეთის სამხედრო ძალები შემოვიდნენ საქართველოში, აწარმოეს საოკუპაციო ომი და გვამადლიან, რომ ოკუპანტი ჩაწერილა [რეზოლუციაში] აბა რა უნდა ჩაწერილიყო, ტურისტები არიანო ხომ არ ჩაწერდნენ. ამით გამართლება შეიძლება? ვიცოდითო, რწმენა გვქონდაო, რომ ჰააგაში გავიმარჯვებდითო. რით გაიმარჯვებდნენ, ამ ჩანაწერით, რომ არა ჩვენი სწორი სამართლებრივი ტაქტიკა? ეს არის ლოგიკა?“, - აცხადებს მდინარაძე.

რეზოლუცია, რომელშიც სხვა პრობლემურ ჩანაწერებთან ერთად, ქართველი სამხედროების არიან დადანაშაულებული, 2008 წლის ომიდან 2 თვეში მიიღეს, მას ხელი “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებამ მოაწერა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner