logo_geo
eng_logo
სოზარ სუბარი: როდესაც საუბარია, რომ ზურაბ ადეიშვილმა და ნონა წოწორიამ უნდა გააკეთონ სასამართლო სისტემა რომელიმე ქვეყანაში, გასაგებია რასაც გააკეთებენ - ეს იქნება სისტემა 0 გამამართლებელი განაჩენით
- +

25 დეკემბერი. 2022. 22:26

 

მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ყველა სფეროში ჰყავს ადამიანები მისი ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები რომლებიც მუდმივად ცდილობენ, სააკაშვილის რეჟიმის სტანდარტების ევროსტანდარტებად წარმოჩენას.

 

მათ შორის არის „ნაცმოძრაობის“ პროკურორი ნონა წოწორია, რომელიც სტრასბურგის სასამართლოში სააკაშვილის წყალობით საქართველოს წარმოადგენს ახლა კი ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე ახლა მოლდოვასა და უკრაინაში სასამართლო რეფორმაში ექსპერტის სახით არის ჩართული.

 

ადამიანის უფლებების დარღვევის ეს სისტემა მათი შექმნილია და დღეს, როდესაც საუბარია, რომ ზურაბ ადეიშვილმა და ნონა წოწორიამ უნდა გააკეთონ სასამართლო სისტემა რომელიმე ქვეყანაში, გასაგებია რასაც გააკეთებენ - ეს იქნება სისტემა 0 გამამართლებელი განაჩენით, როგორიც იყო საქართველოში“, - განუცხადა „იმედის კვირას“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სოზარ სუბარმა.

 

ნონა წოწორია იყო გენერალურ პროკურორის ადეიშვილის მოადგილე სანდრო გირგვლიანის მკვლელობისას. საქმეზე, რომელზეც სტრასბურგის სასამართლომ თავის დროზე მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი დამნაშავედ ცნო და დაწერა, რომ ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მოქმედებდა შეთანხმებულად.

 

თუ ვინ არის ნონა წოწორია და როგორია მისი პარტიული სამართალი, დეტალები ნახეთ „იმედის კვირის“ რეპორტაჟში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner