ტელეკომპანია „მაესტროს" გენერალური დირექტორის ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, „მაესტროსთან" დაკავშირებული პროცესები რეალითი-შოუს მსგავს სიგიჟეს დაემსგავსა.
მისი თქმით, ამ სიგიჟეში ვერ გადავა ის საქმიანი ვითარება, რა საქმიან ვითარებასაც ის მწყემსავს და მართავს.
„პროცესები რეალითი-შოუს მსგავს სიგიჟეს დაემსგავსა. ეს სტერეოტიპი გიჟობის ადეკვატური იყო სააკაშვილის ძალადობის პერიოდში. ადეკვატური არ არის სიგიჟე და პროცესების რეალითი-შოუდ ქცევა და ამაში ის საქმიანი ვითარება ვერ გადავა, რა საქმიან ვითარებასაც მე ვმწყემსავ, ვმართავ და ვამენეჯმენტებ. ეს ყველაფერი გავს სიგიჟეს, რომელიც იმდროინდელ ძალადობაში ადეკვატური იყო. დღეს აღარ არის ადეკვატური, რადგან ვცხოვრობთ უწყნარეს, უმშვიდეს სახელმწიფოში", - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.