logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: აუცილებლად უნდა ნახოს ფილმი საზოგადოებამ!
- +

28 აგვისტო. 2016. 03:09


 

რეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, ფილმში „ჰეროკრატია"  ასახულია ის ცხრა წლიანი სისასტიკე, რაც ხალხმა „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს გადაიტანა.



ამის შესახებ გოგა ხაინდრავამ ფილმის პრემიერის დასრულების შემდეგ რეპორტიორთან" განაცხადა და აღნიშნა, რომ საზოგადოებამ აუცილებლად თვალნათლივ უნდა დაინახოს ის რეალობა, თუ რა მძიმე პირობებში უწევდა 300 000 ადამიანს ცხოვრება ციხეში.



ეს არის საათი და 20 წუთი და ხალხი  წლების განმავლობაში იტანდა ამას. ვინც ფიქრობს რომ, საათი და 20 წუთი ძნელი ასატანია, წარმოიდგინეთ იმ ოჯახებისთვის, იმ ხალხისთვის, ვინც ეს გადაიტანა, მათთვის როგორი იყო.

 

საზოგადოება პირველად ნახავს ამას... ეს გრძელდებოდა 6-7 წელი ეს ჯოჯოხეთი...  ეს ჯოჯოხეთი საერთო ჯამში 300 ათასმა კაცმა გამოიარა. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ქართულმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს რისი თანაშემქმნელი იყო, რა რეჟიმი დამყარდა საქართველოში, რა რეჟიმს აძლევდნენ ხმას და რა რეჟიმს უკრავდნენ ტაშს.

 

აუცილებლად უნდა ნახოს ფილმი საზოგადოებამ და აუცილებლად უნდა ვაჩვენოთ! იქნებ გონზე მოვიდეთ  და მეორედ ასეთი რამ აღარ დაგვემართოს.

 

სწორედ ამიტომაც ვუშვებთ ამასიმედის" ეთერით, რომ უყუროს ხალხმა. დღეს სპეციალურად დავპატიჟე პრესა ლაგოდეხიდან დაწყებული, ბათუმით დამთავრებული სულ ყველა დავპატიჟე, რომ იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა ნახონ, თავისი აზრი გამოიტანონ და მკითველს თუ მაყურებელს მიაწოდონ."- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.



მრავალსერიანი ფილმის „ჰეროკრატიას" ჩვენება 6 სექტემბერს „იმედის" ეთერით გაიმართება, 7-ში კი  gds-ის მაყურებელს ექნება შესაძლებლობა იხილოს ფილმი.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner