„შეუიარაღებელი თვალით ჩანს - ის არ ეკუთვნის საკუთარ თავს და პირდაპირ მითითებებით მოქმედებს. თუ ვისი, ეს ძალიან მალე გამოჩნდება!“ - წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სალომე ზურაბიშვილის შესახებ, რომელიც საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელთა ყოველწლიურ შეკრებას - „ელჩების კონფერენცია 2022“-ს არ დაესწრო.
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, აღნიშნული ფაქტი უმძიმესი შეურაცხყოფაა დიპლომატიური კორპუსის.
„სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ამბასადორიალზე არდასწრება არის პირდაპირი შეურაცხყოფა იმ უწყების, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა. უმძიმესი შეურაცხყოფაა დიპლომატიური კორპუსის და მოკლედ რომ ვთქვათ, ეს არის ანტისახელმწიფოებრივი ქმედება. სამწუხაროა, რომ ეს ქალბატონი უკვე თავიდან ბოლომდე გადავიდა „ნაცმოძრაობის“ ნარატივზე. ყველაზე სამწუხარო კი ის არის, რომ შეუიარაღებელი თვალით ჩანს - ის არ ეკუთვნის საკუთარ თავს და პირდაპირ მითითებებით მოქმედებს. თუ ვისი, ეს ძალიან მალე გამოჩნდება!“ - წერს ნიკოლეიშვილი.