logo_geo
eng_logo
კასპში შშმ ბავშვთა დღის ცენტრში „მომავალი“ საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო
- +

26 დეკემბერი. 2022. 16:09

 

 

კასპის მუნიციპალიტეტში მოქმედი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა დღის ცენტრში „მომავალი“ საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო.

 

ნაძვის ხის  ანთების ღონისძიებას  კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ზურაბ კოპაძე და მერიის განათლების, კულტურის და სპორტის სამსახურის უფროსი თეა ხორბალაძე დაესწრნენ და ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს. 

 

კასპის მუნიციპალიტეტის მერია დღის ცენტრს ტრადიციულად  ულოცავს ახალი წლის დადგომას. ღონისძიების დასასრულს ბავშვებს კასპის მუნიციპალიტეტის მერიის საახალწლო საჩუქრები გადაეცათ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner