logo_geo
eng_logo
კრწანისში, ოკუპაციას შეწირულთა სახელობის რეაბილიტირებული სკვერი გაიხსნა და წინასაახალწლო კონცერტი გაიმართა
- +

26 დეკემბერი. 2022. 17:15

 

 

კრწანისის რაიონის გამგეობის ორგანიზებით, ფონიჭალა 3-ში, ოკუპაციას შეწირულთა სახელობის სკვერი გაიხსნა. ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნასთან ერთად, წინასაახალწლო ღონისძიება გაიმართა.

 

ღონისძიების ფარგლებში, საბავშვო-ანიმაციური პროგრამა მიმდინარეობდა. ჯამბაზებმა ადგილზე მოსული პატარების განწყობაზე იზრუნეს. პატარებთან შესახვედრად სკვერში სანტა-კლაუსი და ელფიც იმყოფებოდნენ. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ილუზიონისტის შოუ, ანიმატორი მასკოტები, სარკეებიან ფორმაში კოსტიუმირებული გმირი და სახეზე მომხატველები.  საბავშვო ნაწილის დასრულების შემდეგ, ღონისძიება მუსიკალურად  ბენდმა „1/4“ გააფორმა.

 

სკვერის გახსნას თბილისის მერის მოადგილე კახაბერ გულედანი, კრწანისის რაიონის გამგებელი  ბექა მიქაუტაძე და მაჟორიტარი დეპუტატი ლევან ჯაფარიძე დაესწრნენ.

 

„ოკუპაციის სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის სექტემბერში დავიწყეთ. ამ პროექტისთვის 513 000 ლარი გამოიყო. უამრავი სამუშაო განხორციელდა - რეაბილიტირდა საფეხბურთო და საკალათბურთო სტადიონები, შეიცვალა ინფრასტრუქტურა, სკვერმა ახალი სიცოცხლე შეიძინა და იმედი მაქვს, ადგილობრივი მოსახლეობაც კმაყოფილი იქნება“, - აღნიშნა ბექა მიქაუტაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner