„პრეზიდენტი კერპი არ არის. სავსებით გასაგებია, რას ემსახურებოდა მისი ჩამოსვლა - ქვეყანაში დაძაბულობის შექმნას, ანარქიას, არეულობას. არჩევნებმა აჩვენა, რომ მოსახლეობა სააკაშვილსა და მის მცირერიცხოვან გუნდს არ უჭერს მხარს, და ამ გზით ვერ მოდიან ხელისუფლებაში, რევოლუციური სცენარის გათამაშება სურდათ, რათა საქართველოში მეორე ფრონტი გაეხსნათ“, - ამის შესახებ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში პოეტმა დავით მაღრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ევროპარლამენტარების ნაწილისთვის კორუფცია არ არის უცხო.
მისივე თქმით, დღეს სააკაშვილის სიმულაციები კი არ არის პრობლემა, რომელსაც წამება დაარქვეს, მისი სხვა პატიმრებისგან პრივილეგიაა პრობლემა.
„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მმართველობას, რომლის დროსაც უამრავი უსამართლობა, სისტემური დანაშაულები ხდებოდა, „დემოკრატიული შუქურა“ ეწოდა, მის სიმულაციებს კი წამება. ქვეყნის მიმართ ასეთ დამოკიდებულებას აუცილებლად მოჰყვება იმ ინსტიტუციებით იმედგაცრუება, რომელიც თვალსაჩინო უსამართლობით ექცევა ქვეყანას. როდესაც პენიტენციარულ დაწესებულებაში სისტემური წამება იყო, მაშინ არ აღშფოთებულან. დღეს სააკაშვილის სიმულაციები კი არ არის პრობლემა, რომელსაც წამება დაარქვეს, მისი სხვა პატიმრებისგან პრივილეგიაა პრობლემა. რით აღემატება პრეზიდენტი ექიმს, მასწავლებელს, რატომ არ არიან ეს ადამიანები ქვეყნის სახე, როგორც ამის წარმოჩენას სააკაშვილის შემთხვევაში მავანი ცდილობს? სხვა პატიმრების დანაშაულებს ის ამძიმებს, რომ პრეზიდენტები არ იყვნენ? ისიც ხალხის მიერ დაქირავებული საჯარო პირია. მას სხვებისგან ერთადერთი რამ გამოარჩევს - ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რომელიც მისი ვადის ამოწურვის შემდეგ გამოიხატება მატერიალურ უზრუნველყოფაში, ძალიან მაღალ პენსიაში, ოღონდ არა უფლებებში.
პრეზიდენტი კერპი არ არის. სავსებით გასაგებია, რას ემსახურებოდა მისი ჩამოსვლა ქვეყანაში დაძაბულობის შექმნას, ანარქიას, არეულობას. არჩევნებმა აჩვენა, რომ მოსახლეობა სააკაშვილსა და მის მცირერიცხოვან გუნდს არ უჭერს მხარს, და ამ გზით ვერ მოდიან ხელისუფლებაში, რევოლუციური სცენარის გათამაშება სურდათ, რათა საქართველოში მეორე ფრონტი გაეხსნათ. სააკაშვილი არაჟნის ქილებთან ერთად შემოაპარეს, უკანონოდ გადმოაკვეთინეს საზღვარი. გარისკეს, ოღონდ არეულობა მოეწყოთ. ამჟამად სამართალი ისედაც დარღვეულია, იმიტომ, რომ პატიმარი სხვა პატიმრებთან ერთად ციხეში კი არ არის, საავადმყოფოშია“, - აცხადებს დავით მაღრაძე.