logo_geo
eng_logo
პროკურატურამ არასრულწლოვნის ტრეფიკინგის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
- +

26 დეკემბერი. 2022. 19:10

 

 

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ არასრულწლოვნით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა სარგებლის მიღების მიზნით 12 წლის არასრულწლოვანი გადაიბირა და   შრომით ექსპლუატაციას უწევდა მას.  ბრალდებული მუქარით და ფსიქოლოგიური ზეწოლით დაზარალებულს აიძულებდა თბილისის ქუჩებში მოწყალების მოთხოვნას და სხვადასხვა წვრილმანი ნივთების ქურდობას. აღნიშნულის შედეგად შეგროვებულ თანხას კი  თავისი შეხედულებისამებრ განკარგავდა.  

 

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143 სეკუნდა  მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახით 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.   

 

სისხლის სამართლის საქმეზე  გამოძიება გრძელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner