logo_geo
eng_logo
გიორგი ცუცქირიძე: გვეძლევა უნიკალური შესაძლებლობა, რომ გავხდეთ არა უბრალოდ ენერგეტიკული ჰაბი, არამედ თავად ენერგეტიკა გახდეს ეკონომიკური ზრდის მთავარი ხერხემალი
- +

26 დეკემბერი. 2022. 23:22

 

 

 

გვეძლევა უნიკალური და ძალიან პერსპექტიული შესაძლებლობა, რომ გავხდეთ არა უბრალოდ ენერგეტიკული ჰაბი, არამედ თავად ენერგეტიკა გახდეს ეკონომიკური ზრდის მთავარი ხერხემალი, - ამის შესახებ ექსპერტმა გიორგი ცუცქირიძემ განაცხადა.

 

„ვგულისხმობ იმას, რომ ჩვენ უბრალოდ კი არ გავატარებთ ენერგიას ევროკავშირში, არამედ შეგვეძლება, რომ ის აქ ვაწარმოოთ და გავყიდოთ“, - აღნიშნავს ექსპერტი.

 

განახლებადი ენერგორესურსები საქართველოს - მთავრობა ქარის, მზისა და ჰიდროელექტროსადგურების განვითარებაზე ზრუნავს. 2023 წლიდან რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება იგეგმება, მათ შორის „ახალი სამგორის“ მზის ელექტროსადგურის პროექტია. მოსამზადებელი სამუშაოები „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდმა“ უნდა შეასრულოს. ამ მიმართულებით ახალი პროექტების მიზანი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა და უსაფრთხოებაა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner