logo_geo
eng_logo
ხვიჩა კვარაცხელია: ძალიან კარგი სანაკრებო წელი გვქონდა და ახალი მიზნებისთვის ბრძოლას შევუდგებით
- +

27 დეკემბერი. 2022. 01:27

 

 

ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაესწრო „შერატონ მეტეხი პალასში“ წლის შემაჯამებელ ღონისძიებას, GFF Awards 2022-ს, სადაც ის საქართველოს 2022 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

 

ამჟამად საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელი იტალიაში სეზონის განახლებისთვის ემზადება და დაჯილდოებაზე დამსწრეებს ვიდეომიმართვა გაუგზავნა.

 

„დიდი მადლობა მინდა ყველას ამ ჯილდოსთვის. ჩემთვის ძალიან სასიხარულოა და დიდი დაფასებაა როგორც ეროვნული ნაკრების წევრებისგან, ასევე თქვენგან. სამწუხაროდ, ამჟამად გარკვეული მიზეზების გამო, თქვენთან ერთად არ ვიმყოფები, რისთვისაც ბოდიშს გიხდით. ძალიან კარგი სანაკრებო წელი გვქონდა და ახლა შევუდგებით ახალი მიზნებისთვის ბრძოლას. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და წინასწარ მოგილოცოთ დამდეგი შობა-ახალი წელი, ბედნიერებას, ჯანმრთელობასა და წარმატებას გისურვებთ“ – განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

 

2022 წლის რჩეულების გამოსავლენად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის და ეროვნული ლიგის გამოკითხვაში ეროვნული ლიგის ათივე გუნდის მთავარი მწვრთნელი და თერთმეტი ფეხბურთელი, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარი მწვრთნელები და კაპიტნები, ასევე საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეები და სპორტული მედიის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

 

საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში ხვიჩა კვარაცხელიას გარდა წარდგენილნი იყვნენ გიორგი მამარდაშვილი („ვალენსია“, ესპანეთი) და გურამ კაშია („სლოვანი“, სლოვაკეთი).

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner