ფოთში, ქალაქის მთავარ მოედანზე, საახალწლო ღონისძიებები ყოველდღე იმართება.
მოსულ მაყურებელს შეუძლია დაესწროს კონცერტებს, საბავშვო და გასართობ ღონისძიებებს, მონაწილეობა მიიღოს გამოფენა-გაყიდვებში.
ფოთში საახალწლო დღეები 23 დეკემბრიდან ანსამბლ „ალილოს“ და ჯგუფ „გუფი ლენდის“ - საკონცერტო პროგრამით გაიხსნა. ღონისძიებები 31 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება. საახალწლო პროგრამები ყველა თაობის ადამიანისთვის არის გათვლილი.
შობას, 7 იანვარს კი პრემიერ-მინისტრის ინიციირებითა და მთავრობის ორგანიზებით საახალწლო-საშობაო ღონისძიება გაიმართება.