logo_geo
eng_logo
ლაშა გეგეჭკორი: მომავალი წლიდან დაიწყება მუშაობა პიროტექნიკის გამოყენების აკრძალვის შესახებ
- +

27 დეკემბერი. 2022. 13:48

 

 

ფეისბუქ-მომხმარებელი ლაშა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

 

31 დეკემბერი,ახალი წლის ღამე ახლოვდება. წლებია, პიროტექნიკის გამოყენების გამო პრობლემების წინაშე ვდგავართ, ტრავმას იღებენ ბავშვები - არის ამის სტატისტიკა. დღეს, ჩემთვის, მუნიციპალური თავშესაფრის უფროსისთვის, სასიხარულო იყო მესიჯი, რომელიც დედაქალაქის მერმა გააჟღერა. მომავალი წლიდან დაიწყება მუშაობა პიროტექნიკის გამოყენების აკრძალვის შესახებ. ამოვწიე სტატისტიკა და გაოგნებული ვარ. ახალი წლის ღამეს, პიროტექნიკის აფეთქებების ხმაურის გამო, მინიმუმ ათჯერ იზრდება დაკარგული შინაური ცხოველების-ძაღლების გამო გამოძახება. უდიდეს სტრესს იღებს ჩვენი ოთხფეხა ერთგული მეგობრები. ეს უნდა დამთავრდეს! მავანი იტყვის, რატომ მომავალ წელს და არა ახლა. პასუხი მარტივია: კახა კალაძეს, რაც მერი გახდა, უამრავი პრობლების მოგვარება მოუწია. მარტო, უგულავას დროს, თბილისის განიავებული ქონების დაბრუნება გაიხსენეთ და მეორე-საკანონმდებლო ინიციატივა, სანამ კანონის სახეს მიიღებს - დრო სჭირდება, პროცედურაა ასეთი“ - წერს ლაშა გეგეჭკორი.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner