logo_geo
eng_logo
„ნაცმოძრაობის“ დროს ნაწამები და მოკლული პირების ოჯახის წევრები ხვალ, 15:00 საათზე, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან გამართავენ აქციას „არ შეიწყალო კრიმინალი“
- +

27 დეკემბერი. 2022. 16:04

 

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ნაწამები და მოკლული პირების ოჯახის წევრები საპროტესტო აქციას აანონსებენ.

 

ბუტა რობაქიძის, სულხან მოლაშვილისა და გიორგი გამცემლიძის ოჯახებმა საგანგებო პრესკონფერენციაც გამართეს, სადაც მთავარი თემა მიხეილ სააკაშვილის შეწყალების საკითხი იყო. მათ პრეზიდენტს ის განცხადება შეახსენეს, სადაც სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ის მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას არ აპირებდა.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ნაწამები და მოკლული პირების ოჯახის წევრები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ხვალ, 15:00 საათზე შეიკრიბებიან, სადაც კიდევ ერთხელ დააფიქსირებენ პოზიციას, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება მათთვის მიუღებელია.

 

წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ. ამასთან, ისინი ასევე სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, შვილმკვდარ მამებს შეხვდეს და მათგან ინფორმაცია მოისმინოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner