გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის ქალაქ დიარბაქირის აეროპორტზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. წინასწარი ინფორმაციით დაღუპილები არ არიან.
აეროპორტის ტერიტორიაზე ოთხი რაკეტა ჩამოვარდა, დაზიანდა ერთი კერძო თვითმფრინავი.
თურქეთის მხარე მომხდარში ქურთისტანის მუშათა პარტიას ადანაშაულებს.