logo_geo
eng_logo
მაია ბათიაშვილი:კიდევ ერთხელ ნუ დავისვამთ თავზე ვერშემდგარ ავადმყოფებს!
- +

28 აგვისტო. 2016. 11:29



ირაკლი ბათიაშვილის მეუღლე მაია ბათიაშვილი სოციალურ ქსელის მეშვეობით საზოგადოებას მოუწოდებს, რომ კიდევ ერთხელ ნუ დავუშვებთ შეცდომას, ნუ გავაქაჯებინებთ თავს ამ მართლაც ქაჯებს და კიდევ ერთხელ ნუ დავისვამთ თავზე ვერშემდგარ ავადმყოფებს.

 

 

ამ ნაცშოუების შემხედვარე იცით, რა მახსენდება? ნაცების მოსვლის წინა პერიოდი, როგორ პოპულარიზაციას უწევდნენ ლანძღვას, საზიზღრობების დაბრალებას, როგორ დგადნენ შოუებს, როგორ მოშალეს ყოველგვარი პატივისცემა მამაკაცსა და ქალს შორის, უფროსსა და უმცროსს შორის, როგორ ასაღებდნენ ტყუილს სიმართლედ და რაც მთავარია, ვინც ამას არ დაეთანხმა, ყველა გოიმად", რეტროგრადად", მოღალატედ და ბნელად" მონათლეს. თავიანთი სულიერი სიმახინჯე და სიქაჯე ქართველ ხალხს სულ დიდი ლუკმებით აყლაპეს და ხელისუფლებაში მოსვლის მერე, საქართველოს ტერიტორიები, ყოველგვარი სინდისის ქენჯნის გარეშე, გაყიდეს, ტყეები გაჩეხეს, სახლები დაანგრიეს, წიაღისეული გაუყიდეს ხალხს, ყველა სანიაღვრეები მოსპეს და ქალაქები დატბორვის საშიშროების წინ დააყენეს. ხალხს სახლები გააყიდინეს, წამებაში სული ამოხადეს და ლამის ნახევარი საქართველო ცოცხზე დასვეს და ახლა მათ სასტავში" ნაგრიალები არსებები მთელ საქართველოს ჭკუას არიგებენ და იმიტომ, რომ დემოდე" არ აღმოვჩნდეთ, უნდა მოვიწონოთ უზრდელობა, უზნეობა, დედის გინება, საბოტაჟი და თვალი უნდა დავხუჭოთ იმაზე, როგორ აპირებენ ქვეყნის ატრიალებას ეს სქესრწმენაზნეობათავდაკარგული დაკომპლექსებული ყველაფერზე წამსვლელი არსებები?! ჩემო კარგებო, ყველას მივმართავ, ვინც წაიკითხავს ჩემ კომენტარს, მართლაც, კიდევ ერთხელ ნუ დავუშვებთ შეცდომას, ნუ გავაქაჯებინებთ თავს ამ მართლაც ქაჯებს და კიდევ ერთხელ ნუ დავისვამთ თავზე ვერ შემდგარ ავადმყოფებს. ასეთი თავისუფლება" სულმდაბლობის და შინაგანი პროვინციალიზმის ნიშანია. მე პირადად არაერთხელ გამომიხატია სამოქალქო პროტესტი, მიშიმშილია კიდეც ჩემი ქვეყნისთვის, ციხის კარებთან თუ რუსთაველის გამზირზე გამითენებია წვიმაში, ყინვაში, თოვლში, სამოქალაქო პროტესტის გამო გამასამართლეს კიდეც, მაგრმ კუთარი სახე, კორექტულობა არასდროს დამიკარგავს. თუ მიზანი დიადია, მას გულწრფელი ადამიანი ვერ შებილწავს. მე მინდა, ყველას, ვინც წაიკითხვს ამ პოსტს", მივმართო: თუ გულმხურვალე ადამიანი ხარ და გულწრფელად გიყვარს სამშობლო, თუ არ თამაშობ და მართლა შეგტკივა გული შენი ქვეყნის მომვალზე, იმ ადამიანებისგან, რომლებიც პირადი მიზნების მისაღწევად არავის ინდობენ და ყველაფერზე მიდიან, ნურაფერს დაიჯერებ. ფლიდი და მატყუარა ადმინის ხელში სიმართლეც კი კარგავს თავის ჭეშმარიტებას!"- წერს ბათიაშვილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner