უნგრეთი და ჩეხეთი ერთიანი ევროპული არმიის შექმნის ინიციატივით გამოდიან.
უნგრეთისა და ჩეხეთის პრემიერ-მინისტრების ვიქტორ ორბანისა და ბოჰუსლავ სობოტკას განცხადებით, უსაფრთხოება ევროკავშირის პრიორიტეტი უნდა გახდეს, ამიტომ საჭიროა გაერთიანებული ევროპული ჯარის შექმნა.
ევროკავშირის გაერთიანებული არმიის შექმნის მოწოდებით გასულ წელს ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერიც გამოდიოდა.
მისი მოსაზრებით, ევროკავშირის ერთიანი შეიარაღებული ძალები მნიშვნელოვანი ფაქტორი გახდება კონტინენტის უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით.